• ეს პატარა ბიჭი მომავალში ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცნობილი მოდელი ქალბატონი გახდა (7 ფოტო) სურათზე თქვენ ხედავთ ფილიპინელ ბიჭუნას, რომელიც მომავალში ცნობილი მოდელი ქალბატონი გახდა ნიუ-იორკში. ის რამდენიმე დიდი კომპანიის საცვლების რეკლამას აკეთებდა. ერთ დღესაც მან გაამხილა თავისი საიდუმლო, რომელსაც ის 10 წლის განმავლობაში მალავდა.
    სინამდვილეში ჯინა როსერო დაიბადა ფილიპინებში ბიჭად. 17 წლის ასაკში ის გაფრინდა აშშ-ში და აიხდინა ოცნება, სქესი შეიცვალა, ასევე სახელიც გადაირქვა ჯინ როსეროდ და გახდა ქალის თეთრეულის ერთ-ერთი ცნობილი მოდელი.







    დღესდღეობით ეს ტრანსგენდერი ასე გამოიყურება.



    ეს სურათი კი ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიიდანაა











    ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჯინას აგენტმაც კი, რომელიც მას რეკლამირებას უწევდა სხვადასხვა კომპანიებში, არ იცოდა რომ სინამდვილეში ეს “გოგონა” ბიჭი იყო.


    more
  • მსოფლიო მედიცინა შეძრულია: 23 წლის გოგო რამდენიმე თვეში დედაბერს დაემსგავსა 26 წლის ვიეტნამელი ჰგუენ თხი ფუონგი ზღვის პროდუქტების ალერგიისგან იტანჯებოდა, ხოლო 2008 წელს, მისი თქმით, „აფთიაქში რაღაც წამალი“ იყიდა, რომელსაც, ინსტრუქციის თანახმად, ალერგიისგან უნდა განეკურნა, მაგრამ საშინელება მოხდა: 23 წლის ულამაზესი გოგონა პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე თვეში ხანშიშესულ დედაბერს დაემსგავსა, – ეს შოკისმომგვრელი ცნობა ვიეტნამელი გოგონას ფოტოებთან ერთად The Daily Mail–მა გაავრცელა. ამ სტატიის მთავარ ფოტოზე ფუონგი 26 წლისაა, სტატიის ბოლოს თანდართული ფოტო კი სამი წლის წინ, 23 წლის ასაკშია გადაღებული...

    „პრეპარატის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ მე სულ უფრო იშვიათად მექავებოდა, მაგრამ კანი მაინც აქერცლილი მრჩებოდა. შემდეგ ტრადიციულ მედიცინაზე გადავედი. სხვა არაფერი მიმიღია“, – მოჰყავს გოგონას ციტატა The Daily Mail–ს.

    პრეპარატის მოქმედების შედეგად კი, როგორც ფუონგი ამბობს, მისი კანი სახეზე, მუცელსა და მკერდზე უმოკლეს დროში დაბერდა. „წამიკითხავს, რომ ასე ემართებათ ქალებს, რომლებიც რამდენჯერმე ზედიზედ იმშობიარებენ, მე კი შვილი არასდროს მყოლია“, – ამბობს ვიეტნამელი გოგონა–დედაბერი. მისი თქმით, კანის დაბერება არ ასახულა მენსტრუალურ ციკლზე და არანაირი ცვლილება არ გამოუწვევია თმებსა და კბილებზე.

    მედიკოსები ჯერჯერობით მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ და მსოფლიო მედიცინის პრაქტიკაში ამ მეტად უცნაურ შემთხვევას ვერაფრით ხსნიან. მომხდარის გამო შოკში არიან არამარტო ვიეტნამელი და აზიის ქვეყნების, არამედ ამერიკელი და ევროპელი ექიმებიც, რომლებსაც გოგონას ადრინდელი და ახლანდელი ფოტოები გაუგზავნეს. ჯერჯერობით ექიმებს მხოლოდ ერთი ვერსია აქვთ, ისიც, ვარაუდის დონეზე: მომხდარში, შესაძლოა, „დამნაშავე“ იყოს ტრადიციული პრეპარატები, რომლებიც კორტიკოსტეროიდებს შეიცავენ. ამ ჰორმონებს შეუძლიათ გამოიწვიონ კანის იშვიათი დაავადება მასტოციტოზი. მასტოციტოზი „ქრონიკული დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ასევე შინაგან ორგანოებსა და ძვლებს. დაავადებას საფუძვლად უდევს პოხიერი უჯრედების აკუმულაციითა და პროლიფერაციით განპირობებული პათოლოგიური პროცესები (“ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005)“.

    თუმცა, ექიმების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვიეტნამელი გოგონას ეს დაავადება არც ამ სახის ქრონიკული დაავადების სიმპტომებში ჯდება. დერმატოლოგები არ გამორიცხავენ, რომ გოგონა, შესაძლოა, ისეთი დაავადებით იყოს დასნებოვნებული, რომელიც ჯერაც უცნობია თანამედროვე მედიცინისთვის.






    წყარო



    more
  • რისკიანი ქცევის მახასიათებლები და გამოვლინებები გარდატეხის ასაკში და მათი შეჩერების სტრატეგიები ახალი ღირებულებების, თუ ქცევების ჩამოყალიბებისკენ მიმართული

    ექსპერიმენტები, აგრეთვე მშობლების კონტროლიდან თავის დაღწევის მცდელობა

    გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს. ამ ყოველივეს

    დადებითი შედეგიც აქვს - ის ემსახურება მოზარდის ზრდასრულად ფორმირებას.

    მაგრამ არსებობს გარკვეული საშიშროება მოზარდა მხრიდან რისკის შემცველი

    ქცევების განხორციელების: ეს შეიძლება იყოს ნარკოტიკების მიღება, სახლიდან

    გაქცევა, დაუცველი სექსუალური კონტაქტები, სუიციდი.

    მაგრამ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ამგვარ ქცევებს მოზარდა მცირე ნაწილი მიმართავს

    და არ არის ყველა მოზარდისთვის დამახასიათებელი.

    რისკიან ქცევას მოზარდები სხვადასხვა მიზეზის გამო მიმართავენ:

    ზოგი ვერ აცნობიერებს რისკიანი ქვევის შედეგებს, ზოგი ამგვარ ქვევას ინფორმაციის

    ნაკლებობის გამო მიმართავს, ზოგიც უფროსების რჩევებს უგულველყოფს. ამ

    ყველაფრის მიზეზი შეიძლება ,,პერსონალური მითიც“ გახლდეთ.

    რისკიანი ქცევის განხორციელების მიზეზი შეიძლება 5 ფაქტორად გავაერთიანოთ.

    ესენია: ბიოლოგია/გენეტიკა, სოციალური გარემო/თემი, უშუალო გარემოცვა და

    თავად მოზარდის ქცევა. აღნიშნული ფაქტორები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან

    და განაპირობებენ კიდეც ცხოვრების რისკიან წესს. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ

    ქვევის ალბათობას ზრდის როგორც მემკვირდეობა, ისე ბავშვის უშუალო გარემოცვა.

    მაგ,. თუ ბავშვის მშობლები მოიხმარენ ჭარბად ალკოჰოლს ან ახასიათებთ წამალთ

    დამოკიდებულება, ამგვარი ქცევის განხორციელების ალბათობა მოზარდთანაც

    არსებობს. მას აქვს დევიანტური ქცევის მოდელი - რის გამოც ამგვარ ოჯახურ

    გარემოში გაზრდილ ბავშვს ქცევის მიბაძვის ალბათობა უფრო დიდი აქვს, ვიდრე

    მოზარდს, რომელსაც მსგავს პრობლემასთან შეჯახება არ ჰქონია.

    როგორ შეუძლიათ მშობლებს ამგვარი ქცევის შეჩერება? ბევრი მშობელი

    თანამშრომლობს პედაგოგებთან, იღებენ ზომებს რომ შეაჩერონ

    ბავშვების ინტერესი სარისკო ქცევებისადმი. ქმნიან ოჯახში უსაფრთხო

    კეთილგანწყობილ გარემოს, რთავენ ბავშვებს ინტერესების მიხედვით

    წრეებსა და კლუბებში. ასეთ შემთხვევაში მოზარდს განვითარებული აქვს

    საკუთარი კომპეტენტურობისა და თვითპატივისცემის გრძნობა, თავს

    მიკუთვნებულად გრძნობს ოჯახში, თუ სოციალურ სისტემაში, და იშვიათად

    მიმართავს რისკიან ქცევას.

    მოზარდები ალკოჰოლს და სიგარეტს ,, დიდობის“ ინდიკატორად მიიჩნევენ.

    მოზარდების მიერ ალკოჰოლისა თუ სიგარეტის მოხმარებას აფერხებს

    კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანთათვის - სიგარეტის,

    ალკოჰოლის მიყიდვას. აგრეთვე - სკოლებში არსებობს ნარკომანიის

    პრევენციისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის პროგრამები.

    დელიქვენტობა

    რისკის შემცველი ქცევა, ზოგჯერ კანონდამრღვევი ქმედებაც არის.

    ამგვარი ქმედების განხორციელების ალბათობს ზრდის ნარკოტიკებისა და

    ალკოჰოლის მიღება.

    აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე ხშირი დელიქვენტური ქმედებებია:

    მაღაზიებში ქურდობა და ვანდალიზმი. ამგვარი ქმედების გამო ჩათვლიან

    თუ არა მოზარდს დელიქვენტად დამოკიდებულია ამგვარ მოქმედებათა

    განხორხციელების სიხშირეზე. კანონის დამრღვევ ქცევებს უფრო ხშირად

    მიმართავენ მოზარდები - დაბალი სოციო-ეკონომიური სტატუსით,

    ემიგრანტები, რომლებიც სათანადოდ არ არიან ინტეგრირებული ახალ

    სოციალურ სივრცეში. ხშირად სამართალდამრევ ქვევას ჩადიან მოზარდები

    არასრული ოჯახებიდან, როდესაც მოზარდი მხოლოდ მარტოხელა დედასთან

    ცხოვრობს. (მიუხედავად ეკონომიკური სტატუსისა). მეცნიერები ამ ფაქტორს

    მამაკაცური ქცევის მოდელის არარსებობით ხსნიან. მსგავს გარემოებას

    ვხვდებით მაშინაც, თუ ბიჭუნა მამინაცვალთან ერთად იზრდება და მასთან

    რთული ურთიერთობები აქვს.

    ამგვარი მოსაზრებები მიეკუთვნება დელიქტვენტური ქცევის -

    სოციოლოგიური ფაქტორებით ახსნას, მაგრამ მკვლევარები, რომლებიც

    ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე აკეთებენ აქცენტს, მიიჩნევვენ, რომ ამგვარი

    ქცევისკენ მიდრეკილნი არიან მოზარდები, რომელთაც აქვთ სოციალიზაციის

    პრობლემა, უჭირთ ემოციების მართვა, თვითრეგულაცია. (Vitaro,

    Tremblay, Kerr, Pagani & Bukowski, 1997). თუმცა, ამგვარი დაყოფა

    მაინც ხელოვნურია. შესაძლებელია, რომ სოციალურმა ფაქტორებმა

    გაამწვაოს ფსიქოლოგიური ფაქტორები და პირიქით. დელიქვენტური ქცევა

    შეიძლება აკმაყოფილბდეს მოზარდის თვითპატივისცემის ან უფროსებისგან

    დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას. მოზარდებზე გავლენა შეიძლება

    მოახდინოს ფილმებმა, საიდანაც მოზარდი დაისწავლის ამგვარ ქცევას.

    სტრესი, დეპრესია, და მათთან გამკვალება გარდატეხის ასაკში.

    მიიჩნევა, რომ დეპრესია, სახლიდან გაქცევა არის დამახასიათებელი

    ზოგიერთი მოზარდისათვის.

    მიიჩნევა, რომ მოზარდს საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს ზომიერიდან

    მძიმე დეპრესია. ცხრილში გთავაზობთ 13 -დან 19 წლამდე მოზარდების

    პროცენტულ განაწილებას, რომელთან აღნიშნული პრობლემები აქვს.

    დეპრესიის გამოვლენის სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს სქესის

    მიხედვით განსხვავებული იყოს. ვაჟები მეტად ავლენენ ასოციალურ ქცევას,

    როგორებიც არის დელიქვენტურობა და ნარკოტიკების გამოყენება. გოგონები

    კი საკუთარ განცდებს შიგნით მიმართავენ. (Ostrov, Offer & Howard, 1989).

    დეპრესია მეტად გვხვდება გოგონებში, ვიდრე ვაჟებში. მისი მიზეზი

    შეიძლება იყოს არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება. მას ადლი აქვს

    ხოლმე საშუალო საფეხურზე გადასვლის, ამ მისი დასრულებისას, როდესაც

    მოზარდების ცხოვრებაში ახალი ფაზა იწყება. (Bower, 1991b; Orenstein,

    1994). აგრეთვე, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ გოგონები მეტად მოწყვლადნი

    არიან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმართ, რომლებიც

    იდეალური სხეულისა თუ წონის პროპაგანდას ახდენენ.

    მოზარდა სუიციდის მიზეზები

    მიიჩნევა, რომ ყოველწლიურად 15 - დან 24 წლამდე 5000 ახალგაზრდა

    მიმართვს სუიციდს. ამგვარი ქცევა არ გვხვდება 13 წლამდე ბავშვებთან.

    13 წლამდე მოზარდებთან ჯერ არის იდენტობის ფორმირების პროცესი

    დასრულებული, ამიტომ მათ ძალზედ აშინებთ თვითდაზიანებადი ქცევა.

    რისკის ფაქტორები

    • დეპრესია, საკუთარი უსუსურობისა და უიმედოობის განცდა.

    აგრეთვე მოზარდები რომლებიც მოდრეკილნი არიან გადამეტებული

    თვითრეფლექსიისკენ და საკუთარ მომავალს უიმეოდ ან ნეგატიურად

    წარმოიდგენენ;

    • იზოლაციის განცდა - მოზარდი განიცდის დანაკარგს (მშობლების

    გადაცვალება) და მათ არ ჰყავთ გვერდით ავტორიტეტული ადამიანი,

    რომელთანაც იდენტიფიკაციას მოახდენენ;

    • წლის განმავლობაში მომხდარი ბევრი ნეგატიური მოვლენა, რის გამოც

    მოზარდები ძლიერ სტრესს განიცდიან;

    •ემოციური უმწიფრობა, მათი რეგულაციის, მაფრუსტრირებელ

    სიტუაციებთან გამკლავების უუნარობა.

    • მაღალი კონფორმულობა, იოლი შთაგონებადობა (ამ ფაქტორს მიაწერენ

    ამერიკაში მოზარდთა თვითმკვლელობის სერიებს);

    • დანაშაულის გრძნობა, შიში, დასჯის თავიდან აცილება (ნაადრევი

    ორსულობის, ძალადობის მსხვერპლთა შემთხვევები)

    • ფსიქიკური დარღვევები (მათ შორის ქცევის დარღვევა ან პიროვნების

    ასოციალური დარღვევა).

    • ოჯახური კონფლიქტები.

    • ცუდი მოსწრება სკოლაში.

    მასწავლებლებმა და მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ აგრეთვე:

    თუ მოზარდი ანებებეს საკუთარი თავის მოვლას თავს, გადამეტებულად

    ინტერესდება აღნიშნული თემატიკის ფილმებით, ლიტერატურული

    ნაწარმოებებით; მათ ოჯახში მომხდარა მსგავსი შემთხვევა; მოზარდი ხშირად

    ლაპარაკობს ან წერს აღნიშნული საკითხის შესახებ.

    როგორ დავიცვათ მოზარდები?

    მრავალ ქვეყანაში არსებობს ნდობის ტელეფონები, ფსიქოლოგიური

    სამსახურები, რომელთაც მიმართავენ ადამიანები კრიზისულ სიტუაციაში.

    აგრეთვე აშშ-ს სკოლებში დანერგილია პრევენციული პროგრამა, რომელიც

    განკუთვნილია 12 წელზე უფროსი მოსწავლეთათვის. ოგი მოიცავს:

    სუიციდის სტატისტიკის გაცნობას, დეპრესიის სიმპტომების ამოცნობას,

    ინფორმაციას ნდობის ტელეფონის თუ ცენტრების შესახებ, სადაც,

    მოზარდებსა და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ დახმარების მიღება.

    The American psychological Association-მა შექმნა სუიციდის

    პროფილაქტიკის პროგრამა, რომელიც მიოიცავს შემდეგ რეკომენდაციებს:

    • პედაგოგთა, მედიცინის მუშაკთა გადამზადებას;

    • იარაღისადმი ხელმისაწვდომობის კონტროლს;

    ფსიქოთერაპევტების მომზადებას, რომლებიც იმუშავებენ •

    მოზარდებთან თვითშეფასების ამაღლებისს და კოპინგ-სტრატეგიების

    ფორმირების მიმართულებით (იხ. ქვემოთ)

    მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აშშ-ს მოქალაქეთა შორის დეპრესიისადმი

    მეტად მიდრეკილნი არიან - თეთრკანიანი მოსახლეობა და აზიელები, ვიდრე

    ლათინოამერიკელები ან შავ კანიანები. მოზარდებში დეპრესია შეიძლება

    განვითარდეს - ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების

    გავლენით. ის ვლინდება მაშინ, როდესაც სამივე ფაქტორით გამოწვეული

    პრობლემები ემთხვევა ერთმანეთს.

    დეპრესიის დროს ვაჟები მეტად მიმართავენ თვითდამაზიანებელ ქცევას,

    გოგონებთან კი თავს იჩენს კვებითი დარღვევები. გოგონებთან დეპრესია

    შეიძლება განვითარდეს - სხეულის ნეგატიური ხატის გამო. ორივე

    სქესთან ქრონიკული ავადობების არსებობის შემთხვევაში. სოციალურ

    ურთიერთობებში უმწიფრობამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები

    უფროსებთან, თანატოლებთან, თუ საწინააღმდეგო სქესთან - რაც შეიძლება

    დეპრესიის მიზეზი გახდეს.

    მაშ ასე, დეპრესიის გამომწვევი რისკ ფაქტორებია:

    1. სხეულის ნეგატიური ხატი, რომელიც იწვევს კვების დარღვევებს ან

    დეპრესიას;

    2. გადამეტებული რეფლექსია საკუთარი თავის/მომავლის შესახებ მეტად

    ნეგატიური ელფერით;

    3.ოჯახური დისფუნქცია ან მშობელთა ფსიქიკური დარღვევის

    პრობლემები, რაც იწვევს ძლიერ სტრესსა და დეპრესიას;

    4. კონფლიქტები ოჯახში, მშობელთა განქორწინება ან მატერიალური

    პრობლემები;

    5. თანატოლთა წრიდან გარიყვა, დაბალი პოპულარობა - აღნიშნული

    ფაქტორით გამოწვეული დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს

    ზრდასრულ ასაკშიც;

    6. ცუდი აკადემიური მოსწრება (იწვევს პრობლემებს მეტად ვაჟებში,

    ვიდრე გოგოენებში);

    გოგონებთან თვითშეფასების დაქვეითებასა და დეპრესიას მეტად სოციალურ

    ურთიერთობებში არსებული პრობლემები იწვევს, ვიდრე სწავლაში. თუმცა,

    სწავლაში არსებულ პრობლემებს გოგონები მეტად საკუთარ თავს მიაწერენ,

    ვაჟები კი მასწავლებელს.

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამერიკის შავ კანიანი მოსახლეობა ნაკლებად

    არის მიდრეკილი დაბალი თვითშეფასების და შესაბამისად დეპრესიისკენ.

    მოზარდების თვითპატივისცემა მეტად ვითარდება ოჯახის წევრებთან

    ურთიერთობისას, და არა სასკოლო წარმატებებისა და სკოლაში სოციალური

    ურთიერთობის ზეგავლენით. ფერად კანიან მოზართა მშობლები - სასკოლო

    პრობლემებსმიაწერენ მეტად გარემოს, ვიდრე ფსიქოლოგიურ ფაქტორებს.

    დამცავი ფაქტორები

    1. კარგი ურთიერთობები ოჯახსა და თანატოლებთან. ამგვარი

    ურთიერთობები ბავშვს უქმნის სტრესისგან დამცავ იმუნიტეტს;

    2. წრეებსა და კლუბებში ჩართულობა - მოსწავლეს უჩენს თვითპატივისცემის

    გრძნობას;

    3. სხვაზე პასუხიმგებლობის აღება - ზრუნვა და-ძმაზე, ცხოველებზე,

    სოციალურ პროექტებში ჩართულობა - ბავშვებს ეხმარება საკუთარი თავის

    როგორც ღირებულის აღქმაში და უქმნის პრობლემების გამკლავებაშის

    შესაძლებლობას.

    კოპინგ - სტრატეგიები

    ცნობიერად წინააღმდეგობის გამწევი სტრატეგიები, პიროვნული და

    პიროვნებათშორისი პრობლემების მოსაგვარებლად, სტრესის ან კონფლიქტის

    შესამცირებლად. აღნიშნული სტრატეგიები მოზარდებს ეხმარება

    პრობლემების არსებობის, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოახდინონ

    მოქმედებათა დაგეგმვა და ორგანიზება, პრიორიტეტების განსაზღვრა,

    კომუნიკაციის დამყარება ახლო ადამიანთან. რაც მათ ეხმარება კიდეც

    სტრესთან გამკლავებაში. აგრეთვე, დადებით სტრატეგიას მიეკუთვნება

    იუმორი, საყიდლებზე სიარული, მეგობრებთან საუბრი და ტელევიზორის

    ყურება. მართალია, ეს ქცევები არ აგვარებს პრობლემებს, მაგრამ გადაქვს

    ყურადღება.

    ზოგი მოზარდი საკუთარი ემოციურობის, თვითრეგულაციის უუნარობის

    გამო მიმართავს ნეგატიურ სტრატეგიებს რაც არის - ნარკოტიკულ

    საშუალებების, ალკოჰოლის მიღება.

    დასკვნის სახით შეგვიზლია აღვნიშნოთ, რომ მაინც ცოტა მოზარს აქვს უნარი

    გაუმკლავდეს პრობლემებს პიროვნული რესურსების დეფიციტის გამო.

    (Mates, Allison, 1992).

    სახლიდან გაქცევა

    მიიჩნევა, რომ მოზარდების სახლიდან გაქცევა შეიძლება იყოს ორი მიზეზით

    გაპირობებული: ვინმესგან/რაიმესგან გაქცევა ან ვიმესთან გაქცევა.

    ტიპიური მოზარდი რომელიც გარბის სახლიდან - არის გოგონა, 16 წლის, მას

    ყავს ოჯახი (მშობლები ან დედინაცვალი/მამინაცვალი), არ არის შემჩნეული

    დელიქვენტურ ქცევებში. სახლიდან წასვლის ხანრძლივობა არის 2 კვირა.

    გამოყოფენ სამი ტიპის ,,გამქცევ“ მოზარდებს:

    ქარაფშუტები - სახლიდან გარბიან ახალი შთაბეჭდილებების მიღების;

    თავგადასავლების სურვილის გამო;

    შეშფოთებულები - განერიდებიან ოჯახში არსებულ პრობლემურ სიტუაციას;

    შეშინებულები - გარბიან ფიზიკური, სექსუალური მოძალადისგან.

    თავად მოზარდები სახლიდან წასვლის მიზეზებად შემდეგ მიზეზებს

    ასახელებენ:

    • კონფლიქტი მშობლებთან;

    • კონფლიქტი ან მიუღებლობა დედინაცვლის/მამინაცვლის;

    • ინცესტი;

    • მკაცრი კონტროლი/აკრძალვები;

    • მშობელთა მხრიდან მეგობრების/შეყვარებულის არ მიღება;

    • წასვლა/გადასვლა პარტნიორთან;

    • და-ძმებთან კონფლიქტი;

    • წარუმატებლობა სკოლაში.

    თუმცა მიიჩნევა, რომ მოზარდები ამგვარ ქცევას მიმართავენ სხვადასხვა

    ტიპის პრობლემური სიტუაციების დროში თანხვედრის გამო: პრობლემები

    სწავლაში, თანატოლებთან, მშობლებთან კონფლიქტები.





    ავტორი: ვანო ჯანიაშვილი
    more
  • უსქესო ადამიანი, ანუ არც ქალი და არც კაცი more
  • სამი ყველაზე იღბლიანი და წარმატებული ზოდიაქოს ნიშანი ზოგიერთი ჩვენთაგანი ფიქრობს, რომ წარმატება და იღბალი ადამიანთან თავისით (ქუდბედით) უნდა მოვიდეს.

    ზოგს კი მიაჩნია, რომ კარგი ცხოვრება მუყაითი შრომითა და მიზანსწრაფულობით უნდა დაიმსახურო. თუმცა, ასტროლოგებს სხვა ხედვა აქვთ ამ მხრივ...

    როგორც აღმოჩნდა, იღბლიანი და წარმატებული ზოდიაქოს ნიშნების ტოპ-სამეულში ის ხალხი მოხვდა, ვისაც პირველ რიგში ოპტიმისტური ხედვა, საკუთარი თავის რწმენა და ჰუმანურობა ახასიათებს... წარმოგიდგენთ სტატისტიკას:

    ყველაზე ნაკლებად უმართლებთ ან ძალიან იშვიათად უმართლებთ ხოლმე ცხოვრებაში ნიშნებს, რომელთაც წუწუნის, დეპრესიისა და აპათიისკენ აქვთ მიდრეკილება ამ სიაში მოხვდა – თევზები, კირჩხიბი, სასწორი.

    ძირითადად საკუთარი შრომის შედეგად აღწევენ წარმატებას, ყოველგვარი "ბედისწერის საჩუქრების" გარეშე – კუროები, თხის რქები, მორიელები.

    მეტ-ნაკლებად იღბლიანთა კატეგორიაში შედიან – ტყუპი, ლომები და ქალწულები.

    დაბოლოს, ყველაზე ხშირად უღიმის ფორტუნა – მშვილდოსნებს, ვერძებსა და მერწყულებს. როგორც ასტროლოგები თვლიან, ამ ადამიანებს გარდა იმისა, რომ სხვებისგან ორიგინალური აზროვნება, კრეატიულობა და ქარიზმატულობა გამოარჩევს, მათ აქვთ ნიჭი ზოგადად საზოგადოება განაწყონ დადებითად და ლოიალურად საკუთარი პერსონის მიმართ. რაც დამეთანხმებით აუცილებელია წარმატების მიღწევის საქმეში.




    წყარო
    more
  • სოციალურ ქსელში გავრცელებული უცნობი მუსულმანი ქალის საინტერესო წერილი სოციალურ ქსელში უცნობი მუსულმანი ქალის საინტერესო გამონათქვამი გავრცელდა, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: more
  • ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი? - რას ფიქრობს სხვადასხვა რელიგია ამის შესახებ ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი? რას ფიქრობენ სხვადასხვა რელიგიის თუ იდეოლოგიის წარმომადგენლები ჭიქაზე რომელშიც წყალი ნახევარზე ასხია











    ბუდიზმი-
    ჭიქა რეალურად არ არსებობს


    იუდაიზმი- რატომ არის ჭიქა ნახევრად მხოლოდ ჩვენთან?


    მართლმადიდებლობა- ჭიქა ნახევრად ცარიელია ჩვენი ცოდვების გამო.


    კათოლიციზმი- ჭიქა ნახევრად ცარიელი მხოლოდ ცუდ ადამიანებს აქვთ.


    ისლამი-
    არ არსებობს სხვა ჭიქა, გარდა ჭიქისა.


    ფროიდიზმი- ბავშვობაში თქვენ არ გავსებდნენ.


    სტოიციზმი- ჭიქა ნახევრად ცარიელია, ჩემთვის ასეცაა საჭირო.


    კომუნიზმი-
    ყველას აქვს უფლება სავსე ჭიქაზე.


    სოციალიზმი-ჭიქა ცარიელია, სამაგიეროდ ყველასი ერთნაირია.


    იოგა-
    თავად ხარ ჭიქაც და მისი შიგთავსიც.





    წყარო


    more
  • Top 10 ყველაზე სულელური და უცნაური მკვლელობა აშშ-ში 1.  დები მილზი, ქალაქ ნიუბრაფტონის 99 წლის მცხოვრები დაიღუპა მაშინ როდესაც იგი გზაზე გადადიოდა. მეორე დღეს მას 100 წელი უსრულდებოდა და მის საპატივცემულოდ მიძღვნილ საღამოზე მიმავალს სიკვდილმა უწია. მის ინვალიდთა ეტლს რომელიც შვილს მიჰყავდა, სწორედ ის სატვირთო მანქანა დაეჯახა რომელსაც წვეულებისათვის დების საპატივცემულოდ გრანდიოზული ტორტი უნდა მოეტანა.


    2. 42 წლის პიტერ სტოუნი მოკლული იქნა თავისი 8 წლის შვილი მიერ, მას შემდეგ რაც ბავშვი დასაჯა და საუზმობის უფლება არ მისცა.  პატარა სამანტა სტოუნმა გადაწყვიტა რომ თუ ის ვერ ისაუზმებდა მაშინ არც სხვას უნდა ესაუზმა! და მამამისს ყავის ჭიქაში 72 აბი ვითხის წამალი ჩაუყარა,სანამ იგი საჭმელს ამზადებდა. მსხვერპლმა ერთი მოსვა და იმწამსვე სული განუტევა. სამანტა სტოუნს პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, რადგანაც მოსამართლემ განაცხადა რომ ბავშვი დანაშაულის პროცესში ვერ აცნობიერებდა თუ რას აკეთებდა… თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რაც სამანტამ რამოდენიმე თვეში იგივე ხერხით დედის თავიდან მოშორებაც განიძრახა, თუმცა ამჯერად უშედეგოდ…


    3. დევიდ დენილი, 17 წლის, მოკლული იქნა შეყვარებულის მიერ მას შემდეგ რაც სცადა სქესობრივი კავშირი დაემყარებინა მასთან. საუბედუროდ დეივიდისთვის ეს იყო ბოლო პაემანი .შეხვედრამდე რამოდენიმე საათით ადრე კარლის (შეყვარებულის) მამამ გოგონას იარაღი მისცა, მაინც ყოველი შემთხვევისთვის…  თუმცა თავადაც ვერ წარმოიდგენდა რომ ეს ”ყოველი შემთხვევა” იმ დღეს იქნებოდა….


    4. ხავიერ ჰალოსი, 27 წლის, მოკლული იქნა ბინის ქირის გადაუხდელობის გამო. როდესაც კერკ ვესტონმა (ბინის მფლობელი) გააანალიზა თუ რამდენი ხნის მანძილზე ( 8 წელი ) არ ქონდა ხავიერს ფული გადახდილი,გონება დაებინდა და მსხვერპლი უნიტაზის საჯდომით იმდენ ხანს სცემა სანამ სული არ ამოხადა…

    5. მეგან ფრაი, 44 წლის, მოკლული იქნა თოთხმეტი საპატრულო მუშაკის მიერ. ქუჩაში მიმავალ პატრულებს მეგანი ხუმრობის მიზნით წინ გადაუხტა, თითი  დაუმიზნა და დაიძახა ,პოლიციელებმა იფიქრეს რომ ეს თავდასხმა იყო და ცეცხლი გახსნეს.მოხდა 67  გასროლა,საიდანაც 40- ზე მეტი მიზანს მოხვდა.<< მან ისე ბუნებრივად ამოგვიღო მიზანში და ”გაისროლა” რომ ჩვენ ნამდვილი თავდასხმა გვეგონა – ერთ-ერთი პოლიციელის ინტერვიუდან.

    6. ჯულია სმიტი, 20 წლის, მოკლული იქნა თავისი ძმის მიერ რადგანაც მან ზედმეტად მეტი ილაპარაკა ტელეფონზე. ძმამ მოთმინება დაკარგა და უკაბელო ტელეფონით ჯულია ისე სცემა,რომ სიკვდილის პირას მიიყვანა,ბოროტმოქმედმა ესეც არ იკმარა და მოკლული და ტელეფონის ანტენით დაასახიჩრა.

    7. ჰელენა სიმზი,ცნობილი ამერიკელი ატომ ფიზიკის სიმზის ცოლი, მოკლული იქნა ქმრის მიერ,მას შემდეგ რაც მეზობელთან უღალატა.სამი თვის განმავლობაში ჰაროლდი ცოლის თვალის კრემს ატომურ ნივთიერებებს ურევდა,სანამ იგი სიბრმავით არ დაიღუპა.მიუხედავად იმისა რომ ჰელენა იტანჯებოდა სიბრმვით,სხვადასხვა კანის დაავადებებით,ატომის ზემოქმედების გამო მას ყურიც კი ძვრებოდა,თუმცა ერთხელაც არ მიუმართავს ექიმისათვის…

    8. სერჟანტმა ჯონ ჯო ვინტერმა მოკლა თავისი ურჩი ცოლი, ჩატვირთა რა მისი მანქანის საბარგულში ფეთქებადი ნივთიერება ТНТ. ფორდ ”ტაურუსი” რომლის რულთანაც ცოლი იჯდა,დატვირთული იქნა 550 კლოგრამი ფეთქებადი ნივთიერებით.ზოგიერთმა მოსახლემ აფეთქების ხმა 14 კილომეტრის მოშორებით გაიგონა.მანქანისა და მსხვერპლისაგან არ დარჩა ერთი პატარა ნაწილიც კი,მხოლოდ 55 მეტროიანი ორმო გზაზე.

    9. პეტი ვინტერი,35წლის,მოკლული იქნა მეზობლის მიერ კვირა დილით. მის მეზობელ ფლეტ ჰეიმს წლების მანძილზე სახლის უკანა ეზოში ქონდა მოთავსებული ავია გამანადგურებლის მოტორი,ომელსაც პერიოდულად კედელს მიუშვერდა და ტესტავდა.ქალბატონი პატის ბევრჯერ მოხუდა პოლიციაში წასვლა და საჩივრის დაწერა,მეზობლის წინააღმდეგ,რადგანაც მას აწუხებდა ხმაური და ექეოდა ხანძარსაშიშ მდგომარეობაში. პოლიციამ გაითვალისწინა ქალბატონის მოთხოვნა და ფლეტს მოტორის სხვა ადგილას გადატანა მოსთხოვა, აი ეს კი არ მოეწონა უცაურ მეზობელს. მან ვინტერი ჩაიზე დაპატიჟა, იმ მიზეზით რომ თითქოს შექმნილ ვითარებაზე ემსჯელათ თუმცა საბრალო ვინტერმა არ იცოდა რომ ფლეტმა მოტორს ადგილი შეუცვალა. შევიდა თუ არა ვინტერი ეზოში, ჩაირთო მოტორი და 5000 გრადუსი ცელსიუსი დარტყმამ ქალი ადგილზე მოკლა,მხოლოდ მისი შავი გამოსახულებაღა დარჩა მესერზე.

    10. კონრად მიდლტონი, 26 წლის, მოკლული იქნა ტყუპი ძმის ბრაიანის მიერ, მას შემდეგ რაც მათ იჩუბეს იმის გამო თუ ვის დარჩებოდა სახლი მშობლების გარდაცვალების შემდეგ. კონრადს ცხვირთან დაკავშირებული პრობლემები ქონდა, რის გამოც იგი ფაქტიურად ვერფრის სუნს ვერ გრძნობდა, ეს ნაკლი ბოროტად გამოიყენა მისმა ძმამ და ჩხუბის შემდგომ სახლიდან გაცეული ჩუმად დაბრუნდა, გახსნა გაზის სამი ჩამრთველი და ისევე ჩუმად გაიპარა. ასევე მაგიდაზე ძმას ”საჩუქრად” სიგარა დაუტოვა და დააწერა . კონრადმა იმწამსვე გააბოლა სიგარა და გაანადგურა სახლიც და თავისი თავიც….
    more
  • 3 ყველაზე სა­ში­ში ძაღ­ლი მსოფლიოში

    1 - როტ­ვე­ი­ლე­რი

    ეს ჯი­ში გერ­მა­ნი­ა­ში გა­მო­იყ­ვა­ნეს. ზრდას­რუ­ლი როტ­ვე­ი­ლე­რი 45-დან 60 კგ-მდე იწო­ნის. რომ არა­ფე­რი ვთქვათ მის ბასრ კბი­ლებ­ზე, მხო­ლოდ ასე­თი დი­დი წო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც კი ცხა­დია, რამ­დე­ნად დი­დი ვნე­ბის მი­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია მას ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. გა­უწ­ვ­რ­თ­ნე­ლი და სა­თა­ნა­დო აღ­ზ­რ­დას მოკ­ლე­ბუ­ლი როტ­ვე­ი­ლე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია.

    რო­გორც დამ­ც­ვე­ლი, ის შე­უ­და­რე­ბე­ლია -ამ ძაღლს გან­ს­აკ­უთ­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა. გა­ზარ­დეთ სწო­რად როტ­ვე­ი­ლე­რი და უკე­თეს და­რაჯ­ზე ვერც იოც­ნე­ბებთ.






    2 - პიტ ბუ­ლი
    პიტ ბუ­ლის აგ­რე­სი­უ­ლო­ბა არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან მებ­რ­ძო­ლი ძაღ­ლის ეს ჯი­ში აშშ-ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­იყ­ვა­ნეს, სი­სას­ტი­კე მათ გე­ნებ­ში დევს.
    პიტ ბულ­მა არ იცის, რა არის ში­ში, და თუ ვინ­მეს ეცა, მი­სი ყბე­ბის­გან მხო­ლოდ სიკ­ვ­დი­ლი თუ იხ­ს­ნის.







    3 - გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი
    ეს ჯი­შიც გერ­მა­ნი­ა­ში გა­მო­იყ­ვა­ნეს და ადა­მი­ა­ნებ­ზე გე­შავ­დ­ნენ. ამ ძაღლს მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტი აქვს, ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბი­ა­ნია და სა­ოც­რად სწრა­ფი რე­აქ­ცია ახა­სი­ა­თებს. სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბის გა­მო იყე­ნე­ბენ გერ­მა­ნულ ნა­გა­ზებს სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­თა შე­საპყ­რო­ბად. ეს ძაღ­ლი 32-დან 45 კგ-ს იწო­ნის. სა­თა­ნა­დო, სპე­ცი­ა­ლუ­რი გაწ­ვ­რ­თ­ნის გა­რე­შე მას ვერ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბით.








    წყარო


    more
  • ფსიქოლოგიური ხრიკები - როგორ გავიმარჯვოთ კამათში უცნაური სიტყვები და ტერმინები - ეს მეთოდი მაშინ უნდა გამოიყენოთ, როდესაც პატივმოყვარე ადამიანს ეკამათებით. ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ გკითხონ რას ნიშნავს ეგ სიტყვა. უმეტეს შემთხვევაში ისეთ სახეს მიიღებენ, თითქოს გაიგეს რაც თქვით.



    კონტრშეკითხვები - როდესაც ოპონენტი თემას უხვევს და თავს არიდებს რაიმე საკითხზე საუბარს, ისარგებლეთ ამ მეთოდით.

    მოულოდნელობის ეფექტი - შეეცადეთ სწრაფად ელაპარაკოთ. ასეთ შემთხვევაში, თანამოსაუბრეს მხოლოდ ფსიქოლოგიურ დისკომფროტს კი არ უქმნით, მის ტვინს ხელს უშლით მიღებული ინფორმაციის სწრაფად აღქმაში.

    ეჭვი - ძალიან მარტივი ხრიკია, რომლის დახმარებითაც მოწინააღმდეგეს უხერხულ სიტუაციაში ჩააყენებთ. ხშირად დაუსვით ისეთი შეკითხვები, როგორიცაა „გგონია გატყუებ?“ ის იძულებული ხდება თქვენზე აღარ იეჭვოს და მისი აზრების წაკითხვაც გაცილებით ადვილი გახდება.

    გამეორება - ამ ხრიკის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი და იგივე აზრი, სხვადასხვა სიტყვებით, რამდენიმეჯერ გაუმეოროთ. ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგისათვის აზრი ნაცნობი ხდება და მის უარყოფასაც ნაკლებად შეეცდება.

    ირონია - ეს მეთოდი მაშინ უნდა გამოიყენოთ, როდესაც კამათი თქვენთვის არახელსაყრელ ფორმას იღებს. ამ შემთხვევაში პრობლემას თავს ადვილად აარიდებთ. როდესაც ოპონენტს ეუბნებით: „თქვენი მტკიცებულებები ჩემს ცნობიერებას აღემატება!“ ან „ეს უბრალოდ აბსურდია!“ მას დაუკმაყოფილებლობის განცდას უტოვებთ, რჩება იმედგაცრუებული და ის პოზიციას შეარბილებს კამათის გაგრძელების მიზნით.

    წყენა - ეს მეთოდიც მაშინაა ეფექტური, როდესაც კამათის შეწყვეტა გსურთ. მიანიშნე, რომ მისმა სიტყვებმა გული გატკინა. მოწინააღმდეგე ვეღარ შეძლებს კამათის გაგრძელებას, ვინაიდან, იმედგაცრუებულის პოზიციაში ახლა თქვენ ხართ.

    სოკრატეს მეთოდი
    - ყველაზე ეფექტური მეთოდი როგორ წარმართოთ კამათი თქვენს სასარგებლოდ - ოპონენტს თავდიანვე აიძულეთ თქვენს განცხადებებს დაეთანხმოს. ასეთ შემთხვევაში, ის ფიქრობს, რომ დასკვნა, რომელშიც გეთანხმებათ, მისი გამოტანილია. მთავარია, რომ თქვენს ყველა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცეს. „თქვენ ხომ თავად მითხარით ეს?“; „ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ სამართლიანი ადამიანი ხართ და სიტუაციას ობიექტურად აფასებთ, ასეა?“ ეს თანამოსაუბრეს დადებით ემოციებს მატებს და რწმუნდება, რომ მისდამი კეთილგანწყობილი ხართ.






    წყარო




    more
სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
ვიდეო ჩანაწერები
მთვლელები